რას გთავაზობთ?
ცდომილება არის ავზის მთლიანი მოცულობის 0.25 % დან 2 % მდე, რაც ინდუსტრიის სტანდარტია. ცდომილება დამოკიდებულია ავზის ფორმაზე და გარემო პირობებზე: რაც უფრო ნაკლებია სხვაობა გარე ტემპერატურასა და ავზში ჰაერის ტემპერატურას შორის მით უფრო ზუსტია მონაცემები. განსაკუთრებით როდესაც ავზი მდებარეობს ღია ცის ქვეშ და სენსორს მზის სხივები აცხუნებს მოსალოდნელია მონაცემების ~1% მდე ცვლილება. ასევე ცვლილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ყინვის დროს სითხე იცვლის თვისებებს, ზოგიერთი სითხის შემთვევაში როგორიცაა დიზელი და ბენზინი მათ ზედაპირზე თხელი ბურუსი წარმოიქმნება, რაც გაზომვის სიზუსტეს ხელს უშლის. ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით მაქსიმალური ცდომილება შეადგენს ავზის მთლიანი მოცულობის 2%-ს
მოწყობილობა მონტაჟდება ფაქტიურად ნებისმიერი ტიპის ავზზე. ჩვენ გვაქვს შემუშავებული ფორმულები, რომლებიც ითვლიან მოწყობილობის გადმოცემულ ინფორმაციას ლიტრებში ყველა ძირითადი ავზის ფორმებისთვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავზის ფორმა განსხვავდება, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მოვარგოთ მასზე ფორმულა, რომელიც გაითვალისწინებს კონკრეტულად თქვენი ავზის ფორმას.
ჩვენი მოწყობილობა ზომავს ნებისმიერი ტიპის სითხის მოცულობას მაგ: დიზელი, ბენზინი, წყალი, ღვინო, რძე ...
ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა არის ის რომ დამონტაჟების ადგილზე იჭერდეს მობილური ინტერნეტი. ვინაიდან მოწყობილობა მონაცემებს აგზავნის 4G ინტერნეტის საშუალებით. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას მისი არსებობა აუცილებელი არაა, ვინაიდან მოწყობილობას შეუძლია ელემენტებზეც მუშაობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ელემენტებზე მუხტის დაზოგვის მიზნით იგი ინფორმაციას გამოაგზავნის ყოველ 3 საათში. ხოლო თუ მომხმარებელი მას უზრუნველყოფს ელეტროენერგიით მოწყობილობა ყოველ 10 წუთში გამოაგზავნის მონაცემებს.
როდესაც მოწყობილობა მუშაობს გარე დენის წყაროზე იგი აგზავნის ინფორმაციას ყოველ 10 წუთში, ხოლო თუ ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელია და მოწყობილობა ელემენტებზე მუშაობს ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია იგზავნება ყოველ 3 საათში. (აქვე უნდა ითქვას ისიც რომ ელემენტებზე მუხტის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ ჩამოცდომის შემთხვევაში მოწყობილობა გაგვაფრთხილებს და თქვენი ჩარევის გარეშე ჩვენი წარმომადგენელი მოვა თქვენს ობიექტზე და გამოცვლის მასში ელემენტებს სრულიად უსასყიდლოდ) რაც შეეხება ისტორიას, თქვენს განკარგულებაშია მოწყობილობის ყველა გამოგზავნილი ინფორმაციის ისტორია მისი ჩართვის მომენტიდან დღემდე. ისტორიის ნახვას შეძლებთ თქვენს პირად გვერდზე.
მოცულობა იზომება ლიტრში და ასევე სითხის დონე სანტიმეტრებში
თქვენ ან უკვე გექნებათ დაკალიბრებული ავზის შესაბამისი დოკუმენტაცია და მას გამოვიყენებთ ან ჩვენი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ავზის პარამეტრების მიხედვით მის კალიბრაციას
არა, მხოლოდ სენსორის მონტაჟის შემთხვევაში
მოწყობილობას
გააჩნია ATEX Certification for the European Union